Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები მოწოდებით გამოდიან, ახალი სანქციები შემოიღონ ბლოკის წევრებზე კიბერ თავდასხმებისთვის


ევროკავშირის ლიდერებმა გამოთქვეს მოწოდება, რომ დაწესდეს სანქციების ახალი რეჟიმი, რათა შესაძლებელი გახდეს დამსჯელი ზომების მიღება მათ მიმართ, ვინც ევროკავშირის წევრების მიმართ განახორციელებს კიბერ თავდასხმებს. 18 ოქტომბრის განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც ბრიტანეთმა და ნიდერლანდმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ აპრილში სცადა ჰააგაში დაფუძნებული ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის საიტზე თავდასხმის განხორციელება. დასკვნა გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს საინტერნეტო გვერდზე. სანქციების რეჟიმი დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება. ევროკავშირის ქვეყნები იმუშავებენ საკანონმდებლო ჩარჩოზე. მართალია დოკუმენტში არ არის ნახსენები რუსეთი, სანქციებისკენ მოწოდება მოჰყვა მოსკოვის კიბერ აქტიურობას.

XS
SM
MD
LG