Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 წლის ლამბალოელი გოგო თავშესაფარში გადაიყვანეს


შს სამინისტროს თანახმად, ხუთი დღის განმავლობაში გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგოს ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, ჩატარდა მისი გამოკითხვა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით და ამ პროცესში გოგომ განმარტა, რომ ოჯახის შექმნა თავისი ნებით გადაწყვიტა.

„გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი - ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა“.

იმის გამო, რომ, გოგოს განმარტებით, „მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა“ ოჯახის მხრიდან, რასაც ის ხსნიდა „მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით“, შს სამინისტროს ინფორმაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჰ.მ.-ს თავშესაფარში გადაყვანის თაობაზე. „არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად ჰ.მ. გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“ - წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

შს სამინისტროს თანახმად, 2018 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ლამბალოში 17 წლის ჰ.მ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG