ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ფონდის წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმება, რაც შესაძლებელია უკავშირდებოდეს საქველმოქმედო გალა-კონცერტს, რომლის გამართვასაც ფონდი 25 ოქტომბერს გეგმავს. ბურჭულაძის თქმით, გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და ჩადიან იმ ოჯახებთან, რომლებსაც ფონდი დაეხმარა. ამასთან ბურჭულაძე მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას შეწყვიტოს სამარცხვინო დევნა და ბოდიში მოიხადოს „იმ სიცრუისა და დადგმული სპექტაკლისათვის, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები დააზარალა, ვისაც ფონდი ეხმარებოდა“.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება ფონდ "იავნანას" თანხების გაფლანგვის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე. პაატა ბურჭულაძე ბრალდებებს უარყოფს და მიმდინარე პროცესს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.