Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და უზბეკეთი ერთად ააშენებენ ატომურ ელექტროსადგურს


რუსეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებმა 19 ოქტომბერს საფუძველი ჩაუარეს, როგორც თავად უწოდეს, პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ნავოის რეგიონში, რომელიც 11 მილიარდი დოლარი ეღირება. პუტინმა და მირზიოევმა პარასკევს ერთად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს ტაშკენტში მდებარე საკონფერენციო დარბაზში, რომელიც მოასწავებს გეოლოგიური სამუშაოების დაწყებას იმ ლოკაციაზე, სადაც უზბეკეთის პირველი ატომური ელექტროსადგური აშენდება. ბეტონის ჩასხმა ობიექტის საძირკველში, 2020 წლისათვის იგეგმება. პირველ ატომურ ელექტროსადგურს უზბეკეთში ექნება 2,5 მეგავატის სიმძლავრის ორი რეაქტორი, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოამარაგებს იაფი და სუფთა ელექტროენერგიით და, პუტინის სიტყვებით, გააძლიერებს უზბეკეთის ენერგოდამოუკიდებლობას.

XS
SM
MD
LG