Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა მირზა სუბელიანის გამოკითხვა საპატიმროში


სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა. პროკურორმა ზვიად გუბელაძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანმა მხოლოდ დასმული შეკითხვების ნაწილს უპასუხა, ხოლო ნაწილზე პასუხისგან თავი შეიკავა. „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და დაისმება ის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემისგანაც მან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა", - განაცხადა გუბელაძემ. ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დააკონკრეტებს, თუ რა შეკითხვები დაუსვა მირზა სუბელიანს.

XS
SM
MD
LG