Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას


მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელწოდების „ჩრდილოეთ მაკედონიად“ შეცვლას. 19 ოქტომბრის საღამოს 120 დეპუტატიდან 80 მიემხრო შესაბამის კანონპროექტს. წინააღმდეგი იყო 39 პარლამენტარი. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად წარედგინება პრეზიდენტ გიორგე ივანოვს, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალ სახელწოდებას. მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 იუგოსლავიის დაშლის შედეგად. მას შემდეგ გრძელდება დავა მეზობელ საბერძნეთთან, რომელიც არ ეთანხმება თავისი ისტორიული პროვინციის სახელწოდების გამოყენებას სხვა ქვეყნის მიერ. ამის გამო საბერძნეთი ეწინააღმდეგებოდა ნატოსა და ევროკავშირში მაკედონიის გაწევრიანებას. სექტემბრის ბოლოს მაკედონიაში ჩატარდა რეფერენდუმი სახელწოდების შეცვლისა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ. კენჭისყრაში მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ, 91%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ახალ სახელსა და საერთაშორისო ბლოკების წევრობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG