Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ ზურაბ ჯაფარიძე და ათამდე პირი დააკავეს


დაკავებამდე "გირჩის" ლიდერმა შეკრებილებს მიმართა
დაკავებამდე "გირჩის" ლიდერმა შეკრებილებს მიმართა

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ დედაენის ბაღში მოწყობილ "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" პოლიციამ დააკავა პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და ათამდე სხვა პირი.

დაკავებამდე "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეკრებილებს მიმართა. მისი განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ერთი მოსმენით უკვე მიიღეს და დარჩა ორი მოსმენა, სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს.

პოლიციის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე "გამოსაკითხად" გადაიყვანეს.

უფრო ადრე პოლიციამ ჩხრეკის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა “გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია „გირჩმა“ საკუთარი ოფიციალური „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა.

XS
SM
MD
LG