ლონდონში ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რათა მოეთხოვა „ბრექსიტის“ პირობების შესახებ რეფერენდუმის გამართვა. აქციის ფონია გაურკვევლობა იმის გარშემო, შეძლებს თუ არა პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირთან შეთანხმებას ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის პირობებზე. 2016 გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა 52% მიემხრო ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას, მაგრამ მთავრობა ბევრ სირთულეს აწყდება „ბრექსიტის“ პირობების დადგენის გზაზე. ამასობაში ხუთი თვე დარჩა ევროკავშირიდან გასასვლელად დადგენილ თარიღამდე. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ზოგი ექსპერტი მოელის ქაოსს ბრიტანეთისათვის, ზოგი კი - პირიქით, ფიქრობს, რომ ლონდონი უფრო ძლიერი პოზიციიდან შეძლებს ბრიუსელთან მოლაპარაკებას.
ლონდონში დემონსტრანტებმა მოითხოვეს, გაიმართოს რეფერენდუმი „ბრექსიტის“ პირობების შესახებ

ყველაზე პოპულარული
1