აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ქვეყანას მალე ეყოლება ახალი ელჩი გაეროში. მან დადებითად უპასუხა შეკითხვას სურს თუ არა, რომ მომდევნო ელჩიც ქალი იყოს. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მას უკვე ჰქონდა გასაუბრება ხუთ კანდიდატთან, რომელთაგან სამი ქალია. დონალდ ტრამპა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰეილი პოსტს დატოვებს წლის ბოლომდე. დღემდე უცნობია, თუ რა გახდა მისი პოსტიდან წასვლის მიზეზი. უფრო ადრე ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ ჰეილი დაბრუნდება ვაშინგტონის ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე. 46 წლის ნიკი ჰეილი ინდოელი იმიგრანტების შვილია. ის მიჩნეულია რესპუბლიკური პარტიის ამომავალ ვარსკვლავად და პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად 2020 წლის არჩევნებზე. თუმცა ჰეილიმ ტრამპთან შეხვედრისას თქვა, რომ არ აპირებს 2020-ში თავისი კანდიდატურის წამოყენებას.
ყველაზე პოპულარული
1