Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება ანტისარაკეტო ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „შანტაჟი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განზრახვას, გამოვიდეს საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების თაობაზე რუსეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან. ტრამპმა მოსკოვი დაადანაშაულა ხელშეკრულების დარღვევაში, რასაც რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში უწოდეს „გამოგონილი“. დოკუმენტი, რომელსაც აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა 1987 წელს მოაწერეს ხელი, უკრძალავს ხელმომწერ ქვეყნებს შეინახონ, აწარმოონ და გამოცადონ მიწისზედა ბაზირების ბალიტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც 500-დან 5000-კმ რადიუსში მოქმედებენ. აშშ-მა მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, ხსნებული ხელშეკრულების დარღვევაში. მოსკოვი დაემუქრა ვაშინგტონს, რომ მიიღებს საპასუხო ზომებს, მათ შორის „სამხედრო-ტექნიკური ხასიათისას“.

XS
SM
MD
LG