რადიკალმა ისლამისტებმა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ორასამდე თავდასხმა მოაწყვეს საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც ავღანეთში შაბათს დაიწყო. მედიის ცნობით, დაიღუპა 50 კაცი, ორასი კი დაიჭრა. „ასოშიეტიდ პრესის“ ცნობით, ექვსი ბავშვი დაიღუპა კვირას ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმებისათვის პასუხისმგებლობას რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ აკისრებს. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვაის ახმად ბარმაკის თანახმად, თავდასხმების უმეტესობა მოხდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან მინისტრმა არჩევნებს უწოდა „მთავრობის უდიდესი წარმატება“. ავღანეთში მეორე დღეა გრძელდება საპარლამენტო არჩევნები. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, კვირას, დილისათვის არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული დარეგისტრირებული 9 მილიონი ამომრჩევლის მესამედს. ამომრჩეველთა ყველაზე დიდი აქტიურობაა ქაბულში. ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების წინასწარი მონაცემები 10 ნოემბრისათვის გამოქვეყნდება, საბოლოო შედეგებს კი დეკემბერში მოელიან. ავღანეთის პარლამენტში 249 ადგილია. მანდატებისათვის იბრძვის 2500 კანდიდატი, მათ შორის 400 ქალია. იატაკქვეშა მოძრაობა „თალიბანმა“ და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა ფრთამ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდეს.
ყველაზე პოპულარული
1