Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ „ვაი ოპოზიცია“ უწოდა „ევროპულ საქართველოს“


„ვაი ოპოზიცია და ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის მოდის“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერების დღევანდელ განცხადებებს. „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ კვირას სპორტის სასახლეში განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ იყენებს და „ნერგავს წარსულის დაბრუნების შიშს“.

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას.

„სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, მათ შორის ვაშაძე, მათ შორის სააკაშვილი, საუბრობენ არეულობაზე, იმუქრებიან რევოლუციებით, იმუქრებიან ჩამორთმევებით და ა.შ. შურისძიება არის ძალიან ძლიერი გრძნობა, შურისძიებამ შეიძლება მთები გადადგას, მაგრამ ვერასდროს სახელმწიფოს და ქვეყანას ვერ ააშენებს“, - განაცხადა უგულავამ სპორტის სასახლეში.

გრიგოლ ვაშაძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ასეთ შეფასებებს უწოდა „უტიფარი თავხედობა“ და თავის ყოფილი თანამებრძოლები „ქართული ოცნების“ ლიდერთან კავშირში დაადანაშაულა. „წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG