Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „სახიფათოს“ უწოდებს სარაკეტო შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლას


სერგეი რიაბკოვი
სერგეი რიაბკოვი

ვაშინგტონის გეგმა, გავიდეს „ცივი ომის“ პერიოდში ხელმოწერილი ორმხრივი სარაკეტო შეთანხმებიდან, „ძალიან სახიფათო ნაბიჯი“ იქნება, -განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი რიაბკოვმა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რიაბკოვმა ეს განცხადება გააკეთა 21 ოქტომბერს, ერთი დღის შემდეგ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვს ბრალი დასდო შეთანხმების მრავალჯერ დარღვევაში და განცხადა, რომ აშშ-ი აუცილებლად გავა შეთანხმებიდან. დოკუმენტი, რომელსაც აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა 1987 წელს მოაწერეს ხელი, უკრძალავს ხელმომწერ ქვეყნებს შეინახონ, აწარმოონ და გამოცადონ მიწისზედა ბაზირების ბალიტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც 500-დან 5000-კმ რადიუსში მოქმედებენ. აშშ-მა მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, ხსნებული ხელშეკრულების დარღვევაში. მოსკოვი დაემუქრა ვაშინგტონს, რომ მიიღებს საპასუხო ზომებს, მათ შორის „სამხედრო-ტექნიკური ხასიათისას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG