Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში დააკავეს რუსები, რომლებსაც 147 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩნდათ


ვენესუელის პოლიცამ დააკავა სამი რუსი და კიდევ 14 უცხოელი, რომლებსაც 147 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდათ. ნარკოტიკული ნივთიერება გემის ჩხრეკის დროს აღმოჩნდა.

დაკავებულებს წარუდგინეს ბრალდება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მუხლით. ინციდენტი მოხდა 7 ოქტომბერს, როდესაც ვენესუელის პოლიციამ ყურეში მდგარი ტანკერი Jose Progress-ი გაჩხრიკა. პანამის დროშით მცურავი ტანკერი ბელგიის საპორტო ქალაქ გენტისკენ მიემართებოდა.

გენტის პორტში აგვისტოს ბოლოს პოლიციამ ხელთ იგდო ორი კონტეინერი 2 ტონა კოკაინით, რომელიც პარტია „ედინაია რასიას“ ლოგოტიპიან პაკეტებში იყო მოთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG