Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხული ამერიკელების უმრავლესობას კონგრესის არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება სურს


ამერიკელი ამომრჩევლების 50%-ს სურს, რომ ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად კონგრესში უმრავლესობა მოიპოვოს დემოკრატიულმა პარტიამ, 41% კი რესპუბლიკელების გამარჯვებას ემხრობა - ეს შედეგი აჩვენა ტელეკომპანია NBC News-ის და გამოცემა The Wall Street Journal-ის ერთობლივმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ. ამავე კვლევის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმიანობა მოსწონს 47%-ს. ტრამპს არ ენდობა გამოკითხულთა 49%. ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობდა 900 რეგისტრირებული ამომრჩეველი. აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება. ამერიკელები აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 100-დან 35 წევრს. ამჟამად კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან.

XS
SM
MD
LG