ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა პირველი ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სარდაფის ინციდენტთან დაკავშირებულ დეტალებს ასახავს.
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იხსენებს მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს. ყიფიანი ყვება, რომ ის ჩაიყვანეს სარდაფში, სადაც ფარცხალაძეს ახლა ოფისი აქვს და ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მას. შეხვედრაზე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი განმარტავს, რომ ყიფიანი მთლაინად გააშიშვლეს, რადგან აპარატურას ეძებდნენ. ლევან ყიფიანი ამბობს, რომ დაპირისპირების ამბავი ბიძინა ივანიშვილს თავად ფარცხალაძემ უამბო, რის შემდეგაც ის ივანიშვილმა დაიბარა და ჰკითხა, რატომ შეაგინა მან ფარცხალაძეს.