Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და ერდოანი მოითხოვენ განმარტებას საუდელი ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით


სტამბული, 2018 წლის 5 ოქტომბერი: დემონსტრანტი ხელში საუდელი დისიდენტის, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჯამალ ხაშოგის სურათით
სტამბული, 2018 წლის 5 ოქტომბერი: დემონსტრანტი ხელში საუდელი დისიდენტის, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჯამალ ხაშოგის სურათით

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საჭიროა საუდის არაბეთმა სრულად განმარტოს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტი. ტრამპისა და ერდოანის სატელეფონო საუბრის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 22 ოქტომბრის განცხადებაში. მანამდე ერდოანმა თქვა, რომ 23 ოქტომბერს იტყვის მთელ სიმართლეს დისიდენტი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე. საუდის არაბეთი თავდაპირველად აცხადებდა, რომ 60 წლის ჟურნალისტმა 2 ოქტომბერს უვნებელმა დატოვა საკონსულო, მაგრამ 20 ოქტომბერს აღიარა, რომ ის მოკლულ იქნა საკონსულოში „მუშტებით ჩხუბის“ დროს. ამ ვერსიას ბევრი არ მიიჩნევს დამაჯერებლად. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა 21 ოქტომბერს დაგმო მკვლელობა და ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ ამ „უზარმაზარ და სერიოზულ შეცდომაზე“.

XS
SM
MD
LG