Accessibility links

კახა კუკავა - ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადების ავტორი


„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებს. ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებულიი სიძულვილის ენას.

პრეზიდენტობის კანიდატების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები

წინასაარჩევნო პერიოდში მედია საშუალებებში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გაკეთებული 49 დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება გაშუქდა. ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა კახა კუკავამ1 (19) გააკეთა, საიდანაც უმეტესობა მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული, თანაბრად იყო წარმოდგენილი თურქოფობიული (3) და ჰომოფობიური (3) კომენტარი და 2 შემთხვევაში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია.

მეორე ადგილზეა ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომლის 9 კომენტარიდან უმეტესობა (6) ქსენოფობიური იყო, 2 ჰომოფობიური და 1 თურქოფობიური.

დამოუკიდებელი კანდიდატის ბესარიონ თედიაშვილის განცხადებები (7) მიგრანტების (5) წინააღმდეგ იყო მიმართული, ასევე თურქოფობიური (2) შინაარსის იყო.

სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების - გიორგი ანდრიაძე (5), კახაბერ ჭიჭინაძე (4) და ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატის გელა ხუციშვილის (2) მიერ გაკეთებული განცხადებები შედარებით ნაკლები იყო და ძირითადად ქსენოფობიური ხასიათის. მმართველი პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან 2 შემთხვევაში ქსენოფობიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების შემთხვევა გამოიკვეთა, 1 შემთხვევაში კი მას ადრე გაკეთებული ქსენოფობიური კომენტარი გაუხსენეს

ანგარიში “სიძულვილის ენის წინასაარჩევნო დისკურსში” მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში,

მონიტორინგი 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია დაკვირვება ხორციელდებოდა შემდეგ მედია საშუალებებზე:

  • 5 ტელევიზიის საინფორმაციო და ანალიტიკურ გამოშვება:საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე), რუსთავი 2 (კურიერი, P.S.),იმედი, (ქრონიკა, იმედის კვირა), მაესტრო (საინფორმაციო გამოშვება),და „ობიექტივის“ საინფორმაციო გამოშვება.
  • 5 ტელევიზიის თოქ-შოუ: რუსთავი 2 (არჩევანი), იმედი (პირისპირ),იბერია (თავისუფალი სივრცე) ობიექტივი (ღამის სტუდია, ოქროსკვეთა), კავკასია (ბარიერი, სპექტრი).
  • 7 ონლაინ გამოცემა: საქინფორმი, ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი,საქართველო და მსოფლიო, PIA, კვირის პალიტრა, და მარშალპრესი.
  • 4 გაზეთი: რეზონანსი, პრაიმ თაიმი, ასავალ-დასავალი, ალია.მინიტორინგში ასევე მოხვდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სოციალურქსელში გამოვლენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა რამდენიმედისკრიმინაციული განცხადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG