Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ლიდერები აქებენ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორატის აქტიურობას


2018 წლის 22 ოქტომბერი: ავღანეთში არჩევნების დამკვირვებლები ეცნობიან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქაბულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში
2018 წლის 22 ოქტომბერი: ავღანეთში არჩევნების დამკვირვებლები ეცნობიან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქაბულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში

ავღანელი ოფიციალური პირები აქებენ ამომრჩევლებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად მივიდნენ კენჭისყრისას ძალადობისა და საორგანიზაციო პრობლემების მიუხედავად. მათი აზრით, ამომრჩევლის აქტიურობა აჩვენებს, რომ ავღანელები უარს ამბობენ თალიბი ექსტრემისტების იდეოლოგიაზე. აღმასრულებელი ლიდერის, აბდულა აბდულას აზრით, „თალიბანი დამარცხდა და თალიბანის აზრებსა და იდეებს უარი ეთქვა“. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 8,8 მლნ დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან ოთხამდე მილიონმა ისარგებლა საარჩევნო უფლებით 4,500-ზე მეტ უბანში. ექსტრემისტების თავდასხმებმა შეიწირა ათობით ადამიანი, კენჭისყრის პროცესი ყოვნდებოდა ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების გამო. მანამდე თალიბანმა რამდენჯერმე გაარფთხილა ამომრჩევლები, რომ შინ დარჩენილიყვნენ. არჩევნების წინასწარი შედეგები 10 ნოემბრამდე არ არის მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG