აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაანადგურეს საფოსტო გზავნილში ჩამონტაჟებული საეჭვო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მილიარდერ ჯორჯ სოროსის სახლთან ნახეს ნიუ-იორკის შტატში. გზავნილი 22 ოქტომბერს, საფოსტო ყუთში ნახა სოროსის თანამშრომელმა და პოლიციას შეატყობინა. სპეცსამსახურმა მოგვიანებით გზავნილი ააფეთქა მახლობელ ტყეში. ნიუ იორკ ტაიმსი იტყობინება, რომ თვითონ სოროსი, ბედფორდში, შინ არ იყო ინციდენტის დროს. საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს. სოროსი სიძულვილის ობიექტი გახდა მემარჯვენე მიმართულების ჯგუფების მხრიდან აშშ-ში და სხვაგან, მათ შორის მშობლიურ უნგრეთში, სადაც მის წინააღმდეგ ნაციონალისტური მთავრობა მტრულ მედია კამპანიას მიმართავს. აშშ-ში ის დემოკრატიული პარტიის მსხვილი დამფინანსებელია.
ყველაზე პოპულარული
1