Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა შავ სიაში შეიყვანეს თალიბანისა და ირანის რეჟიმის მხარდამჭერები


აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი

შვიდი ქვეყნისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც ტერორისტების საერთაშორისო დაფინანსების წინააღმდეგ იბრძვის, შავ სიაში შეიყვანა თალიბანთან კავშირში მყოფი 9 პირი, ორი ირანელი ოფიცერი და კიდევ რამდენიმე პირი, როგორც „ტერორისტული ჯგუფების გაძლიერების მიზნით ირანის მიერ გატარებული პოლიტიკის მხარდამჭერები“. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 23 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა (TFTC) შავ სიაში შეიყვანა ეს ხალხი, რათა ამით „ამხილოს და ნიადაგი გამოაცალას თალიბებს და მათ ირანელ სპონსორებს, რომლებიც ცდილობენ დაამხონ ავღანეთის ხელისუფლება“. ამ ნაბიჯს შუერთდა (TFTC)-ში შემავალი ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, საუდის არაბეთი, ბახრეინი, კუვეიტი, ომანი, ყატარი და არაბთა გაერთიანებული საამირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG