ბიძინა ივანიშვილის აზრით, წინა ხელისუფლების წინდაუხედავი და „ღალატობრივი ქმედების გარეშე“, რუსეთი ვერ აიხდენდა ოცნებას და 2008 წლის აგვისტოში ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს. „სწორედ სააკაშვილი და თქვენი მეუღლეც, თუ გნებავთ, შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში“, - ასე მიმართა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ინიციატივით მოწყობილ კითხვა-პასუხში, რომელშიც სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. „სააკაშვილმა მისცა [ამის]საშუალება [რუსეთს] თავისი გაუაზრებელი ქმედებით, თავისი ღალატობრივი ქმედებით თუ გნებავთ. და ამიტომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი დღეს არის ოკუპირებული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველაზე პოპულარული
1