საქართველოში იმყოფებიან ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დამკვირვებლები. საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის მონიტორინგის შედეგებს და წინასწარ შეფასებას ისინი საზოგადოებას 29 ოქტომბერს გააცნობენ. NDI-ს სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები კი საქართველოში 25 ოქტომბერს ჩამოვლენ. ისინი რეგიონებში გაემგზავრებიან საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის.
საპრეზიდენტო არჩევნებს სულ 62 ადგილობრივი და 57 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.