კომპანია "სილქნეტის" აბონენტებს თბილისის მასშტაბით საღამოს 4 საათიდან ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდათ. ამის მიზეზი თბილისში მომხდარი ავარიული გათიშვა გახდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინტერნეტის მიწოდების მხრივ განსაკუთრებული პრობლემა საბურთალოს რაიონს ჰქონდა. "სილქნეტმა" უკვე დაიწყო ტექნიკური სამუშაოები და ამ დროისთვის კავშირი ნაწილობრივ აღდგენილია. ავარიული გათიშვის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.
ყველაზე პოპულარული
1