Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: საააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა, როგორც საქართველოს მოქალაქე


პრეზიდენტობის კანდიდატის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძის აზრით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩავიდეს საქართველოში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. „მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, იცხოვროს ამ ქვეყანაში“, განაცხადა მან. ვაშაძის აზრით, თუ სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილთან შეკითხვები აქვთ, მან მათ პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას, ვაშაძის თქმით, ხალხი გადაწყვეტს. არ გადაწყვეტს არც ქართული ოცნება, არც ქურდული ოცნება და არც თქვენი ორგანიზაციის მამამთავარიო - ასე მიმართა მან პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდაჭერით სარგებლობს.

XS
SM
MD
LG