Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ გადადო კირილ სერებრენიკოვის საქმის განხილვა


მოსკოვში სასამართლომ მომავალ თვემდე გადადგო თეატრისა და კინოს რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვისა და მისი თანაგუნდელების საქმის განხილვა. მოსამართლემ შეუძლებლად მიიჩნია განხილვის 25 ოქტომბერს დაწყება იმის გამო, რომ დარბაზში არ იმყოფებოდა ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატი. სხდომა 7 ნოემბრისათვის ჩაინიშნა. 2017 წლის აგვისტოში ცნობილი რუსი რეჟისორის დაკავებას ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. რუსეთის ხელისუფლებას კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხელოვანების დევნაში ადანაშაულებენ. 2017 წელს სერებრენიკოვი ჯერ მოწმის სახით დაკითხეს მოსკოვის თეატრ „გოგოლის ცენტრის“ გარშემო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შემდეგ კი ბრალად წაუყენეს მის მიერ დაარსებული „მეშვიდე სტუდიისათვის“ გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა 2011-2014 წლებში. ბრალდებები წაუყენეს თეატრთან და „მეშვიდე სტუდიასთან“ დაკავშირებულ რამდენიმე სხვა პირსაც. სერებრენიკოვი, რომელიც შინაპატიმრობაშია, ბრალდებებს „უაზრობას“ უწოდებს - აღნიშნავს მაგალითად, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ფინანსურ დოკუმენტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG