Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იძიებენ არმიის მიერ სამოქალაქო პირთა დახოცვის საქმეს


ავღანეთის ოფიციალურ პირთა ინფორმაციით დაიწყო გამოძიება საქმისა, რომელიც შეეხება ავღანეთის არმიის მიერ რეიდის დროს 14 სამოქალაქო პირის მოკვლას. ავღანეთის არმიამ წუხელ აღმოსავლეთი ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციის როდატის ოლქში ჩაატარა სამხედრო ოპერაცია. მოსახლეობამ გადაკეტა პაკისტანის და ავღანეთის, გამშვები პუნქტის, თორხამის და პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადის და შემაკავშირებელი გზა და მოითხოვდა სამოქალაქო პირების დახოცვისთვის პასუხისმგებელი სამხედროების დასჯას. მოქალაქეებმა და მსხვერპლის ოჯახებმა დახოცილთა გვამები დაალაგეს გზაზე. რეგიონის მმართველის წარმომადგენელმა, ათაულა ხოგიანიმ განაცხადა, რომ ოპერაცია მართლაც ჩატარდა, და რომ გამოძიება დაწყებულია. ავღანეთში 17 წლიანი ომის მთავარი ტვირთი სამოქალაქო მოსახლეობას აწვება. წელს რვა ათასზე მეტი სამაქალაქო პირი მოკლეს ან დაჭრეს, იტყობინება გაერო. ამ ანგარიშის მიხედვით, მსხვერპლის 65 პროცენტი ანტისამთავრობო ძალებზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG