საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს” -ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს დღისით გაუჩინარდა. იმავე ღამით, ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს.