უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს თბილისში განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონალური საფრთხეები და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. გახარიამ, გომელაურმა და ბოლტონმა განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეფორმაც, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა და უსაფრთხოების სფეროში, სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნის საკითხი.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოს შსს-ს და სუს-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

ყველაზე პოპულარული
1