Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე დააკავეს


ცოტა ხნის წინ, ზაზა სარალიძე დააკავეს პარლამენტის შენობასთან. ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მან ზაზა სარალიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისი მეგობრებისგან შეიტყო. ამ წუთებში ის პარლამენტის შენობასთან მიდის. ზაზა სარალიძის მეგობარი და ფაქტის თვითმხილველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაკავება პარლამენტის შენობასთან წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის მოწყობის მცდელობას მოჰყვა. ზაზა სარალიძესთან ერთად დაკავებულები არიან მისი მეგობრები ბექა პაპუაშვილი და ნუკრი კუჭაშვილი.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, უკვე 2 თვეა, რაც სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით, პარლამენტის წინ აქციებს მართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG