Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კრამერი: „სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“


„საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები. ამას ვაცხადებ ახლახან საქართველოში ვიზიტის ფონზე, როგორც ამ ქვეყნისა და მისი ხალხის დიდი ხნის მეგობარი და მხარდამჭერი. ეს თავდასხმები, „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და მისი თანამშრომლების „ფაშიზმში“ დადანაშაულება, აგრეთვე მუქარა ცალკეული პირების მიმართ, აზიანებს საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყნის დამსახურებულად მოპოვებულ რეპუტაციას. კორუფციისა და დარღვევების შესახებ სერიოზული ბრალდებები უნდა იყოს გამჭვირვალედ და დროულად გამოძიებული, სანდოდ და სერიოზულად. უნდა დადგინდეს ამ ბრალდებების საფუძვლიანობა ან უსაფუძვლობა“, - განაცხადა დევიდ კრამერმა, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა. დევიდ კრამერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში.

XS
SM
MD
LG