Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ლევან ყიფიანზე "უაღრესად გაბრაზებულია"


გჯერათ თუ არა იმის, რომ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის ფარულ ჩანაწერის შინაარსი წინასწარ იყო მოფიქრებული? ტელეკომპანია იბერიის მიერ დასმულ შეკითხვას, როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც ასეთ „სისულეებს“ ლაპარაკობდა ჯანმრთელი იყოს და თანაც მინისტრი, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

„ყველაზე მძიმე კითხვა ეგ არის. ამ კაცზე მე მაქვს მსგავსი პრეტენზიები. და ვარ ძალიან გაბრაზებული. როგორ იყო ეს კაცი მინისტრი. ვთქვა, რომ ცუდად ასრულებდა, ვერ ვიტყვი და მაგალითებიც ამის არ არსებობს. მაგრამ ის განცხადებები, რასაც ეგ აკეთებს, თუ გინდ პროკურატურაში, ისეთივე სანდოობას იწვევს ჩემში, როგორც ეს ჩანაწერები, თუ გნებავთ, ჩემი დამოკიდებულება ყიფიანთან. უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ. რას აკეთებს? რას ყვება?რას ლაპარაკობს? ან ამ ინტერვიუში, რაც არ არის აბსოლუტურად შესატყვისობაში სიმართლესთან. ყიფიანს არ ჰქონდა ამის საშუალება ჩემთან ევლო და ან ფარცხალაძეს და მაგათი ჩხუბები მე მერჩია. მე ეს ფუფუნება არა მაქვს და როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ, რომ რაღაც ბიზნესში ვიღაცეები წაეკიდნენ და მორბიან ჩემთან და ეს საქმეები ვარჩიო. ეს რუსთავი2-ს სჯერა მხოლოდ.“

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების „ობიექტივის“, „მაესტროს“, „იბერიისა“ და „პალიტრაtv”-ს შეკითხვებს პასუხობს.

XS
SM
MD
LG