Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარალიძის დაკავების შესახებ შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს


ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით, შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს უწყების პრეს-სამსახურში, მათ ამ ფაქტის თაობაზე ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ. მედია და ხალხი კი ავრცელებს იმ ინფორმაციას, რაც მათ თავად ადგილზე, პარლამენტი შენობის წინ ნახეს. უწყების განმარტებით, ისინი, სავარაუდოდ, გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას.

ცოტა ხნის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დააკავეს პარლამენტის შენობასთან. ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მან ზაზა სარალიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისი მეგობრებისგან შეიტყო. ზაზა სარალიძის მეგობარი და ფაქტის თვითმხილველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაკავება პარლამენტის შენობასთან წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის მოწყობის მცდელობას მოჰყვა. ზაზა სარალიძესთან ერთად დაკავებულები არიან მისი მეგობრები ბექა პაპუაშვილი და ნუკრი კუჭაშვილი.

ზაზა სარალიძე, უკვე 2 თვეა, რაც სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით, პარლამენტის წინ აქციებს მართავს.

XS
SM
MD
LG