Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ზაზა სარალიძე დაკავებულია პოლიციელზე თავდასხმისთვის


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „რუსთაველის გამზირზე, რკინის ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.“

შსს-ს ცნობითვე, „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულიაზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG