Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბოლტონი: ჩვენთვის საქართველო არის უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანა


საქართველოში იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი. მან დილიდან გამართა შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჯონ ბოლტონმა შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა: ​„მქონდა ნაყოფიერი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხებოდა რეგიონში არსებულ სიტუაციას და საქართველო-ამერიკის ორმხრივ თანამშრომლობას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკის ურთიერთობას საქართველოსთან. საქართველო ჩვენთვის არის უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანა. კვლავ მინდა დავადასტურო აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ. პრემიერ-მინისტრსა და მის უსაფრთხოების გუნდთან ერთად ვისაუბრეთ ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკავშირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში ჩვენს თანამშრომლობას. ეს იყო ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური შეხვედრები“.

თბილისში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი იმყოფებოდა ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში.

XS
SM
MD
LG