Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იზორიამ და ჯონ ბოლტონმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ისაუბრეს


ლევან იზორია და ჯონ ბოლტონი
ლევან იზორია და ჯონ ბოლტონი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იზორიამ და ბოლტონმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, ერთობლივი პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებასა და ნატოსთან თავსებადობის გასაზრდელად მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზეც. ჯონ ბოლტონმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში.

XS
SM
MD
LG