Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიამ მოახდინა სახიფათო გზავნილებისათვის ეჭვმიტანილი ფლორიდელის იდენტიფიცირება


აშშ-ის მედიის თანახმად ეჭვმიტანილი, რომელიც ამანათებით აგზავნიდა ასაფეთქებელ ნივთიერებას, 56 წლის ფლორიდელი სიზარ საიოკია. იგი პოლიციამ დღეს შეიპყრო ფლორიდის შტატში მდებარე ერთ-ერთი ავტონაწილების მაღაზიის წინ. იუწყებიან, რომ სიზარ საიოკის საკმაოდ გრძელი კრიმინალური წარსული ნიუ-იორკსაც უკავშირდება. ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაუსახელებია გამოძიების ფედერალურ ბიუროს. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა 24 ოქტომბერს გზაში შეაჩერეს ამანათები სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობით. საეჭვო ამანათების ადრესატები იყვნენ ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა და სხვა ცნობილი პირები, რომლებიც მკაცრად აკრიტიკებენ აშშ-ის პეზიდენტ დონალდ ტრამპს. უფრო ადრე "სახიფათო გზავნილი" 22 ოქტომბერს იპოვეს მილიარდერი ქველმოქმედის, ჯორჯ სოროსის სახლში.

26 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ეჭვმიტანილის ოპერატიულად დაპატიმრებას და შეაქო სამართალდამცველი უწყებები „წარმოუდგენელი სამუშაოსათვის“. მსგავსი ტერორისტული აქტები „გულისამრევია“ და „მათი ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

XS
SM
MD
LG