Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნები გაიხსნება


"გლდანის ციხე"
"გლდანის ციხე"

28 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი დაიწყებს მუშაობას. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, რომლებიც პრეზიდენტის არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იქნებიან, ასევე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ნაწილი, გადასატანი ყუთის საშუალებით მისცემენ ხმას.

ხმის მიცემის პროცესს ცესკო წარმართავს და მას დააკვირდებიან ქართველი და უცხოელი მეთვალყურეებიც.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პატიმრებს.

XS
SM
MD
LG