Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ვერ შეცვლის აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა არაბ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი ვერ შეცვლის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში. ამ განცხადების ფონია რუსეთის სამხედრო ინტერვენცია და ოპერაციები სირიაში. მატისი 27 ოქტომბერს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში შეხვდა არაბ ლიდერებს. ასევე 27 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობს სტამბულის სამიტში საფრანგეთის, გერმანიისა და თურქეთის ლიდერებთან ერთად სირიაში შვიდი წლის წინ დაწყებული ომისათვის ბოლოს მოღების გზებზე სასაუბროდ. როგორც მატისმა არაბ ლიდერებს უთხრა, მოსკოვის „მზადყოფნა, თვალი დახუჭოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბაშარ ალ ასადის დანაშაულებრივ ქმედებებზე, აშკარას ხდის ძირითადი მორალური პრინციპებისადმი ერთგულების არარსებობას“. იქვე მატისმა შეკრებილები გააფრთხილა, რომ ინციდენტები, როგორიცაა საუდელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა, ძირს უთხრის ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას და რომ აშშ მიმართავს დამატებით ზომებს მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG