Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვება იყო ყველაზე უარესი რამ, რაც კი მოსვლია რუსეთს


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი ჰელსინკიში. 2018 წ. 16 ივლისი.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი ჰელსინკიში. 2018 წ. 16 ივლისი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება იყო ყველაზე უარესი რამ, რაც კი ოდესმე მოსვლია რუსეთს. ეს განცხადება მან გააკეთა წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩრდილოეთ კაროლინაში.

„მაგრამ რუსეთთან, ჩინეთთან, გულწრფელად ვიტყვი, ჩრდილოეთ კორეასთან, სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან და ყველა დანარჩენთან კეთილი ურთიერთობების ქონა - ეს კარგი იდეაა და არა ცუდი,“ დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა დამსწრეთ განუცხადა, რომ მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს საერთაშორისო მოლაპარაკებებში, მაგრამ პრესა არაობიექტურად აშუქებს მის წარმატებებს საერთაშორისო პოლიტიკაში. მაგალითად მან მოიტანა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ჰელსინკიში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გაიმართა.

ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპს ამერიკის მასმედიის კრიტიკა დაატყდა, ვინაიდან შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთნაირად სჯერა აშშ-ის სპეცსამსახურების და პრეზიდენტ პუტინის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG