Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბრალი უნდა წაუყენონ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს


დღეს იწურება რამდენიმე დღის წინ ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცისთვის ბრალის წაყენების 48-საათიანი ვადა. 33 წლის იაგო ნებიერიძე თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება. აქ ის გუშინ გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.

დაკავებულის დედამ, ნუნუ გრიგალაშვილმა, თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა წარსულში შვილის ნასამართლობაზე. მისი თქმით, შვილი ორჯერ არის ნასამართლევი, პირველად - თაღლითობის და გამოძალვის მუხლით, მეორედ კი - მობილური ტელეფონის წართმევისთვის, ყაჩაღობის ბრალდებით.

„ჩემი შვილი შეწყალებით არ გამოსულა, მხოლოდ 6 თვით დაუკლო პრეზიდენტმა მას სასჯელზე. მხოლოდ 6 თვე იყო შეღავათი და მეტი არაფერი“ - განაცხადა მან. ნუნუ გრიგალაშილმა იმ მეხსიერების ბარათზეც ისაუბრა, რომელზეც, წინასწარი ვერსიით, მოკლული მოზარდის ფოტოები აღმოჩნდა. დედა ამბობს, რომ ქალების და გოგონების გამოსახულებით მეხსიერების ბარათი მისმა ვაჟმა ციხეში შეიძინა, თუმცა დანამდვილებით არ იცის, ვინ არის გამოსახული ამ ფოტოებზე.

სასამართლომ ხვალ უნდა იმსჯელოს იაგო ნებიერიძისთვის პატიმრობაში დატოვების საკითხზე. პროცესი გორში ან თბილისში ჩატარდება. დაკავებულს ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობაში. ეს დანაშაული საქართველოში 13-17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

XS
SM
MD
LG