Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის სამიტზე მხარი დაუჭირეს პოლიტიკურ პროცესს სირიაში ომისათვის ბოლოს მოსაღებად


თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს სირიაში ომის შესახებ და გამოვიდნენ მოწოდებით, რომ გაეროს მხარდაჭერით წარიმართოს პოლიტიკური პროცესი ომისათვის ბოლოს მოსაღებად. თურქეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტები რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი, ისევე როგორც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 27 ოქტომბრის სამიტის შემდეგ გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც საუბარი აგრეთვე საჭიროებაზე, წლის ბოლომდე შეიქმნას კომიტეტი სირიაში საკონსტიტუციო რეფორმაზე სამუშაოდ. იქვე ლიდერები უარყოფენ „სეპარატისტულ“ მოთხოვნებს, რომლებიც, მათი შეფასებით, ძირს უთხრის სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც მეზობელი ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას. მაგრამ სამშვიდობო შეთანხმებას ბევრი დაბრკოლება აფერხებს და მათ შორისაა განსხვავებული პოზიციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან მიმართებით. ის რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით სარგებლობს მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები გადაჭრით გმობენ სამოქალაქო პირებზე ასადის ჯარების თავდასხმებს, ხოლო თურქეთი ეხმარება მეამბოხეებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტის დასამხობად იბრძვიან.

XS
SM
MD
LG