„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბათუმის 79-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. პარტიის განცხადებით, საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს თანხას ურიგებდნენ მსუბუქ ავტომობილებში. უბანთან მყოფ პირებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.
მეცხრე საარჩევნო უბანთან სიებით მობილიზებული პირები აჭარის ტელევიზიამ დააფიქსირა. ადგილზე მისულ ჟურნალისტს ამ პირებმა უთხრეს, რომ სიით ამოწმებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ თუ არა მოვალეობას და ასუფთავებდნენ თუ არა უბნის მიმდებარე ტერიტორიას. პირებმა, რომლებიც საარჩევნო უბანთან "ნისანის" მარკის ავტომანქანით იმყოფებოდნენ, სიები ჟურნალისტების მისვლისთანავე დამალეს.