Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალი დემოკრატები“ ზაზა სარალიძის საქმეზე მთავარ პროკურატურას მიმართავს


„თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ, არ განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზაზა სარალიძის მიმართ 2018 წლის 26 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო.საგანგებო განცხადებაში, რომელიც პარტიამ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ ზაზა სარალიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება არ იქნება გონივრული და გამართლებული, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე სისხლის სამართლებრივი დევნის საჯარო ინტერესის თვალსაზრისითაც.პარტია უკიდურეს შემთხვევაში აპირებს მიმართოს პროკურატურას და სასამართლოს, რათა სამართალწარმოების პროცესში ზაზა სარალიძის მიმართ არ იქნას გამოყენებული საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება.

ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისათვის დააკავეს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-7 წლამდე. ინცინდენტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც სამართალდამცავებმა მას წვიმისგან დასაცავი კონსტრუქციის გაშლის საშუალება არ მისცეს.

XS
SM
MD
LG