Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საარჩევნო უბანთან მომხდარი ინციდენტის გამო გამოძიება დაიწყო


ბათუმის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია
ბათუმის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია

ბათუმის პოლიციამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც შეტყობინება მიიღო ბათუმის მეცხრე საარჩევნო უბანთან მომხდარი ძალადობის შესახებ. კერძოდ, უბანთან მყოფმა მოქალაქე ლამარა კენჭაძემ, რომელიც სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" აქტივისტია, პოლიციას მიმართა, რომ ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა ჯელალ ქიქავამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მომჩივანი ირწმუნება, რომ ქიქავამ ფეხი ჩაარტყა, ავტომანქანის კარი მიუჯახუნა და შეაგინა. ბათუმის პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის ფაქტზე.

დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან მდგარ ავტომანქანებში "ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩევლებს ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს ურიგებენ. ამ უბანთან სიებით მობილიზებული პირები ავტომანქანა "ნისანში" დააფიქსირეს ჟურნალისტებმაც.

XS
SM
MD
LG