Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მეორე ტურის მცირე ალბათობა არსებობს


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს მან განუცხადა, რომ „დღევანდელი არჩევნით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას. ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ ჩვენს დიდი ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა.“

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურის მცირე ალბათობაა, თუმცა მეორე ტურის შემთხვევაშიც კი „არავითარი კითხვის ნიშანი არ არის”, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

XS
SM
MD
LG