"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" დილის 8 საათიდან ამ დრომდე სამი სახის პროცედურულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია: წილისყრის პროცედურის არათანმიმდევრული განხორციელება, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის დაგვიანებით დაშვება.
ორგანიზაციას ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ დაუწერია. "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" 100 დამკვირვებლით აკვირდება კენჭისყრის პროცესს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ ყველა 11 უბანზე.