“მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ. იგი იმედოვნებს, რომ არჩევნები დასრულდება შედეგით, რომელიც ქვეყანას რაიმე ტიპის ჩიხში არ შეიყვანს.
„დღეს უკვე არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს. კიდევ ვიმეორებ, მე მოხარული ვარ, რომ ქართველ ხალხს მივეცი არჩევანის საშუალება, დანარჩენს დღეს საღამოს ვნახავთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
„მე მაქვს იმედი, რწმენა, მჯერა, ვიცი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თან ძალიან მალე”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.