Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში შეიპყრეს პირი, რომელიც ხელყუმბარით ცდილობდა მთავრობის სახლში შეღწევას


სომხეთის პოლიციამ შაბათს დააპატიმრა პირი, რომელიც სავარაუდოდ ცდილობდა ხელყუმბარით შეეღწია სომხეთის ცენტრში მდებარე მთავრობის სახლში. სომხეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ დაკავებულის დაკითხვას, რომლის ვინაობაც უცნობია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ, ტიგრან ავინიანმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა ხელყუმბარით შეიარაღებული, სავარაუდოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელია პირის, დაპატიმრება. თავდაპირველად უცნობი იყო დაკავებულის მოტივი. თუმცა, მოგვიანებით სომხეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა, სამსონ გალსტიანმა, რუსეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ 1975 წელს დაბადებული მამაკაცი მთავრობის სახლში შესვლას ცდილობდა განზრახვით, რათა „თავი აეფეთქებინა“.

XS
SM
MD
LG