"მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა კომენტარი გააკეთა მარნეულის #22 საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე.
"ჩვენმა დამკვირვებელმა სათნადო რეაგირების მოხდენის მიზნით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ინციდენტის თაობაზე ორგანიზაციის ცენტრალურმა ოფისმა ასევე აცნობა შსს-ს წარმომადგენელს ნინო ცაციაშვილს, რის შედეგადაც უწყებამ ინციდენტი აიყვანა კონტროლზე", განმარტა ალექსანდრა კალატოზიშვილმა.
ჯამში, ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 25 ინციდენტი, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 7 საჩივარი, რომელთაგან 2 ასევე შეიტანეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.